„ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის პროკურატურას მიმართავს. ხელისუფლების ოპონენტები, ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩაზე, დაუსრულებელი ყინულის სასახლის და საცურაო აუზის მშენებლობის საქმის გამოძიებას ითხოვენ. რეზო ხარაზის თქმით, არშემდგარ პროექტთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა და იკვეთება კორუფციის ნიშნებიც, რომელშიც პრემიერ-მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები არიან ჩართულნი. ამბობს, რომ 20 მილიონი დოლარის ღირებული პროექტიდან, რომელიც 1 წელში უნდა დასრულებულიყო ავანსის სახით 10 მილიონი გაიცა. შეუსრულებული ვალდებულებისთვის სასამართლოში დაწყებული დავის მოსარიგებლად კი სახელმწიფომ კიდევ 30 მილიონი დოლარი გადაიხადა.