მანდატის მქონე დიტო სამხარაძე ერთის მხრივ, თითქოს საზოგადოებას ბოდიშს უხდის ბილწსიტყვაობის მოსმენისთვის, მეორეს მხრივ კი კვლავ იმეორებს, რომ გინების ადრესატი ამას იმსახურებდა. “ქართული ოცნების” რეგიონული კურატორი გუშინ, პარტიის ოფისთან მისულ “შინ ევროპისკენ” აქციის მონაწილეებს გინებით დახვდა. იქამდე კი დიტო სამხარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აქციის მონაწილეებს ერეკლე მეორის მოედანზე ელოდებოდა და საკუთარ მოქალაქეებს დაემუქრა. სამხარაძემ აქციის მონაწილეებსა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს აგინა.