„ოცნებიდან“ წასული სუბარი, ხუნდაძე, ყაველაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებენ | 04.07.2022

მმართველი გუნდიდან წასული დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი მორიგ განცახდებას ავრცელებენ და “ნაციონალურ მოძრაობის”  რევოლუციიის გეგმებზე საუბრობენ.  პარლამენტის წევრები ირწმუნებიან,  რომ დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და წლის ბოლოს საქართველოს ევროკავშირის  კანდიდატი ქვეყნის  სტატუსს არავინ მიანიჭებს. სწორედ ამიტომ დეპუტატთა ტრიო თვლის,  რომ ე.წ.  რადიკალური ოპოზიცია თითიოეულ პუნქტს, დეკემბრის ბოლოს რევოლუციური სცენარის მოსამზადებლად გამოიყენებს.  მათი თქმით, ოპოზიციის მთავარი მიზანი ქვეყანაში არეულობა და ომში ჩაბმაა.