ახლა უკრაინას ნათელი ევროპული პერსპექტივა აქვს – ევროკომისიის პრეზიდენტის მიმართვა უკრაინის რადას | 01.07.2022

“ახლა უკრაინას ნათელი ევროპული პერსპექტივა აქვს”  – ევროპული კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა  უკრაინის რადას მიმართა. ვიდეომიმართვისას ევროპული კომისიის პრეზიდენტმა უკრაინის აღდგენის მნიშვნელობაზე და რეფორმების გატარებაზე გაამახვილა ყურადღება და უკრაინელ დეპუტატებს რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა.  ფონდერლაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინას წინ გრძელი გზა აქვს გასავლელი, თუმცა მისი თქმით, ევროპა ამ გზაზე უკრაინის გვერდით იდგება. უკრაინის პრეზიდენტმა ევროპისკენ მიმავალ გზაზე ქვეყნის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას წლები ან ათწლეულები არ დასჭირდება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რადას თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა დღეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის მიღწევის შესახებ ერთობლივ განცხადებასაც მოაწერეს ხელი.