შინ ევროპისკენ! – რეგიონებში დაწყებული თავდასხმები დედაქალაქში ინაცვლებს | 30.06.2022

ქართული ოცნების” აქტივისტები და  მხარდამჭარები ამჯერად იმ სტუდენტებს დაესხნენ თავს, რომლებიც  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპუსთან 3 ივლისის აქციის შესახებ,  საინფორმაციო კამპანიას აწარმოებდნენ და სტიკერებს არიგებდნენ. ადგილზე მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირსპირება.

ახალგაზრდები, რომლებიც ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციის მხარდამჭერებს  თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებაინ აღიარებენ რომ ქართული ოცნების მხარდამჭერები არიან. მხადრაჭერებთან ერთად, დღევანდელ ინციდენტში მონაწილეობდნენ ქართული ოცნების ახალგზარდული ორგანიზაციის წევრებიც, გამგეობების თანამშრომლები და მმართველი პარტიის ლიდერებთან, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილთან დაახლოებული ახალგაზრდებიც.  სტუდენტებზე მოძალადეები “ქართული ოცნების” მესიჯბოქსს ში იმეორებენ და ამტკიცებენ რომ 3 ივლისის აქციის უკან დესტუქციული ოპოზიცია დგას. მიზანი კი მათი თქმით, ხელისუფლების დამხობა და  ძალაუფლებების ხელში ჩაგდებაა.

დედაქალაქის გარდა, დაპირისპირებაა რეგიონებში. კახეთი,  იმერეთი, გურია, აჭარა  –  “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციონერ ლიდერებზე და სამოქალაქო აქტივისტბზე  მიზანმიმართული თავდასხმები  გუშინ დაიწყო. თავდასხმა განხორციელდა  ლებან ხაბეიშვილზე, ხატია დეკანოიძეზე, ბადრი ჯაფარიძესა და ლევან სამუშიაზე.

„შინ ევროპისკენ“ კამპანიის ფარგელბში  3 ივლისს, თბილისში კიდევ ერთი აქცია გაიმართება. იქამდე კი, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.  ოპოზიციის წევრები, ყოფილი დიპლომატები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მოსახლეობის ინფორმირებისთვის რეგიონებში ჩადიან და 3 ივლისს, დედაქალაქში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.