მცირე დაპირისპირება იყო დედაენის ბაღშიც, სადაც “შინ ევროპისკენ” კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეებთან შეხვედრა მიმდინარეობდა. ადგილზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერები მივიდნენ, რომლებიც თვლიან, რომ სამოქალაქო აქტივისტების უკან “ნაციონალური მოძრაობა” დგას, მიზანი კი ქვეყნის ომში ჩათრევაა.
“ქართული ოცნების” მხარდამჭერების მცდელობის მიუხედავად, დედაენის პარკში შეხვედრა მაინც შედგა. სამოქალაქო აქტივისტებმა, მათ შორის, ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ საჯარო ლექცია გამართეს და ქვეყნის ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.