სამოქალაქო მოძრაობის მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა იწურება. იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობას არ დატოვებ და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბებისთვის ნაბიჯები არ გადაიდგმება, 3 ივლისს დედაქალაქში მასშტაბური აქცია ჩატარდება. სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ოპოზიციისა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მოთხოვნების ფონზე, მმართველი პარტია პირდაპირ ამბობს, რომ მოთხოვნები ვერ და არ შესრულდება, რადგან აქციების მიზანი ხელისუფლების დამხობაა. ამის უკან კი “ქართული ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილს ხედავს. ოპოზიციის ნიწილი კი თვლის, რომ სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნების შესრულება, ქვეყანას ევროკავშირთან დაახლოებს.