ნატო საქართველოს მხადრაჭერას აგრძელებს. მადრიდის სამიტს პრემიერი ღარიბაშვილიც ესწრება | 29.06.2022

“მივიღეთ გადაწყვეტილება ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოს და მოლდოვის სპეციალიზებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გასაძლიერებლად” – ამის შესახებ საუბარია დეკლარაციაში, რომელიც ნატო-ს მადრიდის სამიტის მოკავშირე ქვეყნის ლიდერებმა მიიღეს.

“ჩვენ ვმუშაობთ მათთან მათი ერთიანობისა და მდგრადობის გასაძლიერებლად, შესაძლებლობების განვითარებისთვის და მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის დასაცავად. ჩვენ ასევე გავაძლიერებთ ჩვენი სამხრეთის პარტნიორების შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერას” – აღნიშნულია დეკლარაციაში.

სამიტის მონაწილეებმა მიიღეს ნატო-ს 2022 წლის სტრატეგიული კონცეფცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ  ადასტურებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მიმართ.

“კონცეფციის დიდი ნაწილი ეთმობა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში. რუსეთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხეა მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის – მტრული პოლიტიკისა და ქმედებების ფონზე, რუსეთს პარტნიორად ვერ მივიჩნევთ. მოსკოვის ქცევა უკრაინაში ასახავს რუსეთის აგრესიული ქმედებების ნიმუშს მისი მეზობლების წინააღმდეგ” – ნათქვამია კონცეფციაში.

მადრიდში ნატო-ს სამიტი გუშინ დაიწყო.  ალიანსის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, შვედეთი და ფინეთი ალიანსის წევრებად ოფიციალურად მიიწვიონ. სამიტის ფარგლებში, ალიანსის წევრ ქვეყნებს, დღეს უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ  ნატო-მ უკრაინისთვის უსაფრთხოების საერთო სივრცეში ადგილი უნდა იპოვოს.

ნატო-ს სამიტს ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრიც.  ირაკლი ღარიბაშვილი მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. ის შეხვდა  ბორის ჯონსონს და ემანუელ მაკრონს.  დიდი ბრიტანეთისა და საფნაგეთის ლიდერები, პრემიერმა ღარიბაშვილმა საქართველოში მოიწვია. საუბარი შეეხო  ამ ქვეყნების მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ურყევ მხარდაჭერას.  შეხვედრა შედგა შვედეთის პრემიერთააც. ასევე  ევროპული საბჭოს პრეზიდენტსთან, შარლ მიშელთან.  ყურადღება საქართველოს ევროპული პერსპექტივის განხილვას დაეთმო.  როგორც  მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად იმუშავებს კანდიდატის სტატუსის მონიჭებისთვის ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.