სანქცირებული ტვირთის შემოტანა შეთანხმებულად მოხდა – ელენე ხოშტარიას ბრიფინგი | 28.06.2022

ბათუმში სანქცირებული გემის შემოსვლას პარტია “დროას” ლიდერიც ეხმიანება. ელენე ხოსტარიამ ამ თემაზე დღეს, ბათუმში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ გზით ცდილოობს თავიდან აირიდოს რუსული სანქციები. როგორც პარტიის ლიდერი ჟურნალისტებთან აცხადებს ტვირთის შემოტანა შეთანხმებულად მოხდა. ხოშტარია განმარტავს, რომ პორტში გემის  შესვლას აკონტროლებს  ყველა უწყება და თვლის, რომ ამ საქმის უკან შვედეთის მოქალაქე, დავით იაკობაშვილი დგას, რომელსაც ნავთობის ბიზნესი  აქვს და რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია.