“შეშფოთებული ვართ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც 2021 წლიდან საქართველოში პატიმრობაში იმყოფება” – ამის შესახებ ნათქვამია დეკლარაციაში, რომელსაც ხელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე წევრი აწერს. სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლების განცხადებით, რეკომენდაციების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს დემენცია, სხვადასხვა ორგანოს უკმარისობა და სიკვდილი. მათივე თქმით, ასევე შეშფოთებულები არიან ქართული დემოკრატიის მდგომარეობით.
მსჯავრდებული მესამე პრეზიდნეტი უკვე მეორე თვეა კლინიკა “ვივა მედში” მკურნალობს. დამოუკიდებელი ექსპერტების და ოჯახის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია და მას საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება.