“არ მგონია ქართველი ხალხის ნება იყოს რომ “ლიბერასტების” ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება” – ეს ჰომოფობიური განცხადება თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სამოქალაქო მოძრაობას „შინ ევროპისკენ,“ რომელიც ეროვნული ერთობის, ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნას ითხოვს, „ლიბერასტები“ უწოდა. თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს ტრიბუნიდან სიძულვილის ენას მუდმივად იყენებს. თუმცა ამჯერად მისი სამინზნე, არა ოპოზიციის ლიდერები, არამედ სამოქალაქო აქტივისტები გახდნენ.