შსს მიიღებს ზომებს „პრაიდის“ ღონისძიებების დასაცავად – შესაბამისს განცხადებას სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში დაცული იქნება თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. „თბილისი პრაიდმა“ წელს უარი თქვა საჯარო დემონსტრაციაზე და კვირეულის ფარგლებში მხოლოდ დახურულ ღონისძიებებს აწყობს. გუშინ გამართულ ბრიფინგზე „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა შსს-სგან უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვეს. მიზეზი კი ძალადობრივი დაჯგუფების, “ალტინფოს” მუქარა ხდება. ამბობენ, რომ შეეცდებიან პრაიდს ღონისძიებების ჩატარებაში ხელი შეუშალონ. ამ მუქარის გამო, შსს-მ სავარაუდო მუქარისა და ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდების ფაქტზე 6 ივნისს გამოძიებაც დაიწყო.