გადაუდებელი წვიმის გამო მეწყერი ჩამოწვა მცხეთა-მთიანეთში. გზის გარეშე დარჩა რამდენიმე სოფელი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით, სტიქიის გამო ხევსურეთში ჩარჩენილი მოქალაქეების გამოყვანის პროცესი დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეთა გამოყვანა ხორციელდება სოფლებიდან კორშა, როშკა, ბარისახო და ჩარგალი.
მიწა ჩამოწვა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 53-ე კილომეტრზეც. ადიდებულმა მდინარე თერგმა დააზიანა ამავე გზის 136-ე კილომეტრიც, რომელიც ნეიტრალური ზონაა. ადგილზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.