საგანგებო წერილი იენს სტოლტენბერგს და ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებს | 27.06.2022

მადრიდში დაგეგმილ ნატოს სამიტთან დაკავშირებით, სამოქალაქო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები  საგანგებო წერილს ავრცელებენ. წერილის ადრესატები ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი  და ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები არიან. წერილის ავტორები  ნატო-ს მადრიდის სამიტზე მისაღებ გადაწყვეტილებებთან და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მნიშვნელობასთან დაკავშირებით საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოს ნატო-ში წევრობა მისი უსაფრთხოების დაცვის რეალური გარანტიაა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. ამბობენ, რომ  შეცვლილი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, ეს  სამიტი უნდა იქცეს გადამწყვეტი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ფორმატად, რაც კრიტიკულად აუცილებელია რუსეთის აგრესიის შესაკავებლად.