“ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი ჩარევა საქართველოს სახელმწიფოს საქმეებში სხვა ქვეყნის პოლიტიკოსის მხრიდან” – ასე პასუხობს ეკონომიკის მინისტრი, დავით არახამიას მორიგ მძიმე ბრალდებას. პარტია “ხალხის მსახურის” ლიდერი საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ადანაშაულებს რუსეთისთვის დამხარებაში, გვერდი აუაროს საერთაშორისო სანქციებს. არახამია ამბობს იმასაც, რომ გაასაჯაროვებს ქართველი მაღალჩინოსნების ვინაობას, რომლებიც რუსეთისგან შავ ფულს იღებენ. არახამიამ ისაუბრა ბიძინა ივანიშვილზეც, რომელიც მისი თქმით, ტერორიზმის სპონსორ ქვეყანას სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. ამ ბრალდებებს ვიცე-პრემიერი უსაფუძვლოს და შეუარცხმყოფელს უწოდებს და მტკიცებულებების წარდგენას ითხოვს. ლევან დავითაშვილის მსგავსად, უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის ბრალდებას “ქართული ოცნების” დეპუტატები ბიძინა ივანიშივლზე – მორიგ შეტევად აფასებენ. მმართველ პარტიაში არახამიას პროვოკატორი უწოდეს და რუსეთთან კავშირში თავად დაადანაშაულეს.
იმ ფონზე, როცა დავით არახამია ქვეყანის ხელისუფლებას, რუსეთთან გარიგებებში ადანაშაულებს, ცნობილი ხდება, რომ ბათუმის პორტში სანქცირებული ნავთობით სავსე გემი დგას. ეს ფაქტი მედიას, არახამიას კრიტიკის ფონზე, ვიცე პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა დაუდასტურა. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ საბაჟო უწყებები გემიდან სანქცირებული ტვირთის გადმოტვირთვის უფლებას არ გასცემენ.
უკრაინის ხელისუფლებისაგან მტკიცებულებებს ელოდება ოპოზიციაც. ფიქრობენ რომ მსგავსი მძიმე ბრალდებები უსაფუძვლოდ არ კეთდება და არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს საეჭვო ანგარიშები მართლაც ჰქოდეთ. ოპოზიცის ნაწილი დარწმუნებულია იმაშიც რომ საქართევლოს ხელისუფლებას რუსულ სპეცსამსახურებთან აქვს კავშირი.
როგორც უკრაინის რადას დეპუტატი დავით არახამია, ტელეგრამზე წერს, არავის შერჩება უკრაინელების სიკვდილით ფულის შოვნა. ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც ოფიციალური კიევი საქართევლოს რუსეთისთვის დახმარებაში ადანაშაულებს. უკრაინულმა მხარემ არაერთხელ თქვა, რომ კრემლი სანქცირებული ტვირთის გადატანაში, საქართველოს იყენებდა. თუმცა ეს ბრალდებები კონკრეტული მტკიცებულებებით არ გამყარებულა.