ღარიბაშვილი რელსებიდან გადავიდა, ის ტრაგედიაა ამ ძალიან კარგი ქვეყნისთვის – კარლ ბოლდტი | 23.06.2022

“ღარიბაშვილი რელსებიდან გადავიდა, ის ტრაგედიაა ამ ძალიან კარგი ქვეყნისთვის” – ამ განცხადებით,  შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კარლ ბილდტი საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის  გუშინდელ  განცხადებას გამოეხმაურა. როგორც გუშინ, პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, “ნაციონალური მოძრაობის”  მმართველობის პერიოდში ბილდტის ცოლის კომპანიამ  ბიუჯეტიდან მილიონები მიითვისა.  საქართველოს პრემიერმინისტრი, რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება. ”

“პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ჩემი მეუღლის დადანაშაულება საქართველოსგან მილიონობით დოლარის მოპარვაში გვიჩვენებს, რომ ის რელსებიდან გადავიდა. ის ტრაგედიაა ძალიან კარგი ქვეყნისთვის” – წერს  ბილდტი Twitter-ზე.