“ღარიბაშვილი რელსებიდან გადავიდა, ის ტრაგედიაა ამ ძალიან კარგი ქვეყნისთვის” – ამ განცხადებით, შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კარლ ბილდტი საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც გუშინ, პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში ბილდტის ცოლის კომპანიამ ბიუჯეტიდან მილიონები მიითვისა. საქართველოს პრემიერმინისტრი, რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება. ”
“პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ჩემი მეუღლის დადანაშაულება საქართველოსგან მილიონობით დოლარის მოპარვაში გვიჩვენებს, რომ ის რელსებიდან გადავიდა. ის ტრაგედიაა ძალიან კარგი ქვეყნისთვის” – წერს ბილდტი Twitter-ზე.