უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი, საქართველოს – სტატუსი რეკომენდაციების შემდეგ | 23.06.2022

ევროპარლამენტი უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭების მომხრეა, საქართველოსთვის კი ევროპელი დეპუტატები სტატუსს, რეკომენდაციების შესრულების შემდეგ ითხოვენ.  ევროპარლამენტმა დღეს შესაბამისი რეზოლუციაც მიიღო.

ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები იმსახურებენ ცხოვრებას თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყნებში, რომლებიც ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრები არიან. რეზოლუციას მხარი 529 ევროდეპუტატმა დაუჭირა მხარი, 45 წინააღმდეგ წავიდა, 14-მა კი თავი შეიკავა.