სამოქალაქო საზოგადოება ხვალიდენლი აქციისთვის ემზადება და მას ‘’ღირსების საქმეს’’ უწოდებს | 23.06.2022

სამოქალაქო საზოგადოება  ხვალიდენლი  აქციისთვის ემზადება და მას  ღირსების საქმე’’ უწოდებს. როგორც  მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტი  გიგა მაქარაშვილი ამბობს,   მას ხელისუფლების იმედი,  რომ ის ევროკომისიის რეკომენდაციებს შეასრულებს, არ აქვს, სწორედ ამიტომ მოძრაობა  საზოგადოებას  ხვალ ახალ სამოქმედო გეგმას წარუდგენს.  აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს  პარლამეტნის შენობის  წინ, 20:00 საათზე ელოდებიან. ამბობენ, რომ  ხვალიდელი აქცია კიდევ ერთხელ დაანახებს “ქართულ ოცმებას”, რომ  საზოგადოებას  ოკუპანტი რუსეთის გუბერნიაში ცხოვრება არ სურს. აქციის იდეის მხარდამჭერები თვლიან, რომ პრემიერის გუშინდელი განცხადებების შემდეგ, აქციაზე მისვლა, აუცილებელია

ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციას უერთდებიან სტუდენტებიც. მათმა ნაწილმა  დღეს  ევროპული მომავლისთვის მანიფესტი მოამზადა  და  სხვა სტუდენტებს მოუწოდა,  რომ 24 ივნისის აქციას შეუერთდნენ. მანიფესტში აღნიშნულია, რომ  ახალგაზერდები ირჩევენ ევროპას, ოლიგარქისაგან თავისუფალ  სახელმწიფოს, დამოუკიდებელ სასამართლოს  ანტირუსულ პოლიტიკას  თავისუფალ, მშვიდობიან, ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრებას.

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდასაჭერად, პირველი აქცია 2O  ივნისს გაიმართა. 100 ათასზე მეტმა ადამიანმა, ხელისუფლებას უთხრა, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი მათი არჩევანია და ამ არჩევანს მოქალაქეებს ვერავინ წაართმევს.