ნუ იტყუებით! – ევროპარლამენტარები ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობენ | 22.06.2022

ევროპარლამენტარები ირაკლი ღარიბაშვილს ტყუილში ამხელენ. საუბარია პრემიერის დღევანდელ განცხადებაზეც,  სადაც მან ოპონენტები  მოღალატეებად გამოაცხადა და თქვა, რომ ისინი ევროპელ პოლიტიკოსებს სთხოვდნენ, არ მიეცათ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ღარიბაშვილის თქმით, ეს ინფორმაცია, თავად ევროპელი დეპუტატებისგან აქვს. მის ამ განცხადებას, ევროპარლამენტარი, მარკეტა გრეგოროვა გამოეხმაურა და საოციალურ ქსელში დაწერა, რომ  პრემიერი ბრიუსელში არ ყოფილა ხოლო ოპოზიციური პარტიის ლიდერები  ევროპარლამენტარებს კანდიდატის სტატუსს თხოვდნენ. ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი კი წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პირადად სთხოვა შეხვედრა ბრატისლავაში  უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.