საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის 2 დღის წინა გამართულ აქციას, ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის წევრი მაიკლ გალერი Twitter-ზე ეხმიანება და წერს, რომ აუცილებელია საქართველოში ძალების გაერთიანება.
“ახლა, როცა ქართველი ახალგაზრდობა, ქვეყნის იმედი ქუჩაშია იმისთვის, რომ მოითხოვოს ევროპული მომავალი, განა არაა დრო, რომ ყველა, ვინც პოლიტიკური დაპირისპირების გადალახვას ცდილობს, გააერთიანონ ძალები ყველა ბანაკიდან ახალი შეთანხმების მოთხოვნით? ხალხი უკეთესს იმსახურებს”– წერს გალერი.