არ მიაქციოთ ყურადღება ღარიბაშვილის ფეიკებს – არახამიას და გონჩარენკოს მიმართვა ქართველ ხალხს | 22.06.2022

“არ მიაქციოთ ყურადღება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებულ ფეიკებს” – ასე ეხმაურება უკრაინის რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ დავით არახამია იყო ერთ-ერთი ვინ ევროპაში დაჟინებით ითხოვდა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. დავით არახამია ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ღარიბაშვილის განცხადება ფეიკია და ის ივანიშვილის შეკვეთით მოქმედებს. უკრაინელი პოლიტიკოსის თქმით  ქართველ ხალხს  სურს გახდეს ევროპის ნაწილი და უკრაინის ხელისფულება მათ ამ გზაზე დაემხარება.

“ვავრცელებ ამ ვიდეოს, რათა გავამჟღავნო სიმართლე იმ ფეიკის შესახებ, რომელსაც საქართველოს პრემიერ მინისტრი ავრცელებს. პარლამენტში გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ თითქოს არახამია ევროპასა და ამერიკაში ვიზიტებისას დაჟინებით ითხოვდა არ მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი. პირველიევროპაში არახამია არ ყოფილა. მეორეამერიკაში იმყოფებოდა იმიტომ, რომ განევითარებინა ის კონცეფცია, რომ ივანიშვილი პრორუსული ორიენტაციის ოლიგარქია, რომელსაც ჰყავს მარიონეტული ხელისუფლება, რომელიც ქართველ ხალხს, რომელსაც ევროპა უნდა, ატყუებს. ბოლო მიტინგმა, რომელიც საქართველოში გაიმართა, აჩვენა, რომ ქართველები ევროპის ნაწილი არიან და საქართველოს სურს, ევროპის ნაწილი გახდეს. ჩვენ, როგორც უკრაინის ხელისუფლება, დავეხმარებით ქართველ ხალხს, ევრიკავშირის წევრი გახდეს. არ მიაქციოთ ყურადღება საქართველოს მმართველი ხელისუფლებისფეიკებს“, პრემიერმინისტრ ღარიბაშვილისფეიკებს“, რომელიც არასანდო ინფორმაციებს ერთი ოლიგარქის შეკვეთით ავრცელებს. დასანანია, რომ საქართველო, კეთლისმსურველი ადამიანები, რომელმაც ჩვენი დევნილები შეიფარეს და რომლის შვილები ჩვენს რიგებში იბრძვიან რუსების წინააღმდეგ, დღეს ოლიგარქის ტყვეები გახდნენ. ქართველებო, გამაგრდით, დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის გზაზე ჩვენ დიდი მომავალი გველის,” – გამაცხადა დავით არახამიამ.