მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც! – გონჩარენკო ევროპის საბჭოს ასამბლეაზე | 21.06.2022

“ძვირფასო ძმებო, ჩვენ მხარს დაგიჭერთ და ვიტყვით, რომ ქართველი ხალხი უნდა იყოს ევროპის ნაწილი და უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი” – ასე მიმართავს უკრაინის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი გონჩარენკო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და ამბობს, რომ ახლა ყველანი უნდა გაერთიანდნენ და საქართველო არ უნდა დატოვონ მარტო. გონჩარენკომ მიმართვის ნაწილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართულ ენაზე გააკეთა.