დროა, გავაცნობიეროთ, რომ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია – შარლ მიშელი | 21.06.2022

“ახლა არის დრო, გავაცნობიეროთ, რომ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია” – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს და ვიდეომიმართვას ავრცელებს. შარლ მიშელი მოუწოდებს ევროკავშირის 27-ივე ქვეყნის ლიდერებს რამდენიმე დღეში დაგეგმილ სამიტზე უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამბობს, რომ ომიდან გამომდინარე ევროპა უკრაინისთვის ძლიერ ჰუმანიტარულ, სამხედრო, ეკონომიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას განაგრძობს.