პრეზიდეენტის საგანგებო ვიდეომიმართვა რუსთაველის გამირზე მასშტაბური აქციის დაწყებამდე | 20.06.2022

აქციის დაწყებამდე საგანგებო ვიდეო მიმართვა გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მისი  ისტორიის გადამწყვეტ მომენტშია და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს. ამბობს, რომ ის ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ყველაფერს აკეთებს, მათ შორის დაგეგმილია კოლეგებთან წერილების გაგზავნა,  ევროპული საბჭოს გადამწყვეტ სხდომამდე.  პრეზიდენტი გეგმავს, ვიდეო მიმართვების გავრცელებას სოციალურ ქსელშიც.

სალომე ზურაბიშვილი მიესალმა  ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს რუსთაველის აქციაზე სიტყვით გამოსვლას აპირებს, თქვა, რომ მნიშვნელოვანია, ყველამ ამ ქვეყანაში ევროპელ პოლიტიკოსებს მშვიდი სახე აჩვენოს.