მდინარაძე ხოშტარიას მოუწოდებს, „რუსეთიდან მიღებული თითოეული რუბლის შესახებ“ ინფორმაცია გაასაჯაროოს | 20.06.2022

ტელეკომპანია “იმედის”  მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რომ  ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე  რუსეთიდან, პერიოდულად თანხა ირიცხება,  დღეს “ქართულმა ოცნებამ” საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა.  “ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ  ხოშტარიას მოუწოდა,  2008 წლის აგვისტოს შემდეგ  რუსეთიდან ჩარიცხული თანხების შესახებ, ინფორმაცია გაასაჯაროვოს და აღნიშნული თანხები უკრაინის დასახმარებლად შექმნილლ ფონდში გადარიცხოს. მამუკა მდინარაძე ხოშტარიას ორმაგ სტანდარტებსა და სიყალბეში სდებს ბრალს.

ელენე ხოშტარიამ ამ თემაზე განცხადება სოციალურ ქსელში უკვე გაავრცელა. ამბობს, რომ მამამისი, გოგი ხოშტარია, როგორც სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, 25 წელია, ჰონორარს იღებს რუსეთიდან. მისი თქმით, ეს უკავშირდება სპექტაკლებს, რომლებიც სანქტ-პეტერბურგის მარიას ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე იდგმება.