ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია არ გაუწია- დღეს მთავრობის მეთაური პირველი საჯარო განცხადებას აკეთებს. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომა, სწორედ ამ გადაწყვეტილებაზე საუბრით დაიწყო. თქვა, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატების სტატუსი “ავანსად” მისცეს და საქართველოსთვისაც ისევეა ღიაა ევროკავშირის კარი, როგორც ამ ორი ქვეყნისთვის. პრემიერმა მისი მოსაზრება დააფიქსირა, თუ რატომ აღმოჩნდა საქართველო უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებულ მდგომარეობაში. პრემიერმა თქვა ისიც, რომ სწორედ “ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ყველა ის ხელშესახები მიღწევა, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილებით, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ამ ეტაპზე ვერ მიიღებს და ქვეყანას პირობების შესრულება მოუწევს.