როგორ აფასებენ ევრიკომისიის გადაწყვერტილებას პოლიტიკურ სპექტრში | 17.06.2022

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაციის არგაცემა “გულდასაწყვეტია”. რაც შეეხება უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭებას “ქართული ოცნების” თავმჯდომარე თვლის, რომ  ეს უკრაინაში რუსეთის ომით არის განპირობებული.  მმართველი გუნდის  ლიდერის  განცხადებით  ევროპელმა ლიდერებმა წინასწარ მიგვანიშნეს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი. კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ გეოგრაფიული ფაქტორი მომავალში საქართველოსთვის კანდიდატის ან წევრის სტატუსის მინიჭების გაჭიანურების საფუძველი აღარ გახდება. კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს უფრო სწრაფად შეუძლია ევროკავშირისკენ წინ წასვლა, ვიდრე უკრაინას და მოლდოვას.

“სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს და ხელისუფლებას ამიტომ მთავრობამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და  გადადგეს”ასე გამოეხმაურა ოპოზიციური სპექტრი ევროკომისიის რეკომენდაციას უკრაინას და მოლდოვას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს შემთხვევაში ამ საკითხის განხილვას კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდნენ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” მიზანმიმართული დამაზიანებელი პოლიტიკის შედეგია. მათი შეფასებით ოცნებამ მმართველობის 10 წლის განმავლობაში  ყველაფერი გააკეტა იმისატის რომ საქართველო ევროპულ ოჯახს ჩამოშორებოდა და რუსულ ორბიტაზე დაბრუნებულიყო. ამბობენ რომ  “ქართული ოცნების” დასავლეთზე მუდმივმა თავდასხმებმა და შეურაცხმყოფელმა რიტორიკამ საქართველო დამღუპველ შედეგებამდე მიიყვანა და ევროპულ ტრიოს ჩამოაშორა. ოპოზიცაში დარწმუნებულები არიან რომ  “ქართული ოცნება” არანაირი პირობების შესრულებას არ აპირებს, რადგან მათ არ სჭირდებათ ევროინტეგრაცია. ოპონენტების თქმით ოცნების მთავრი საზრუნავი ივანიშვილი და მისი ფულია. ოპოზიციური სპექტრი თანხმდება რომ ახლა მოქმედების და პროტესრტის დროა ამიტომ 20 ოვნისს აქციაზე ძალიან ბევრ ხალხს ელოდებიან.

მიუხედავად იმისა რომ საქართველოს რეკომენდაცია არ მისცეს “ქართული ოცნება” ევროკომისიის გადაწყვეტილებაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს. ირაკლი კობახიძე მოხარულია კომისიის მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებისთვის, თუმცა იმასაც აღნიშნავს რომ, კობახიძე ამბობს, რომ. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირწმუნება, რომ ევროკომისიის პირობებში დეოლიგარქიზაცია, არა ბიძინა ივანიშვილს, არამედ მიხეილ სააკაშვილს და  დავით კეზერაშვილს ეხება. კობახიძემ კვლავ გაიმეორა რომ თქვა,  საქართველო წინ უსწრებს როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას რეფორმების კუთხით.  თუმცა მათთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ამბობს რომ ევროპული კომისია და ევროპული საბჭო იღებენ არა ექსპერტულ, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.