ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია არ გასცა | 17.06.2022

ევროპული პერსპექტივა  კანდიდატის სტატუსის ნაცვლად – ევროკომისია საქართველოს, სტატუსის მისაღებად კონკრეტულ პირობებს უყენებს.  სწორედ ასეთი  რეკომენდაცია გასცეს ევროპელმა პოლიტიკოსებმა საქართველოსთან დაკავშირებით. სავალდებულო პირობების შესრულება მოუწევთ უკრაინას და მოლდოვასაც, თუმცა ისინი კანდიდატის სტატუსს დიდი ალბათობით მიიღებენ.  ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს უკრაინისთვის და მოლდოვასთავის ევროკავიშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა.  ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში  გამართულ ბრიფინგზე დღს დეტალურად ჩამოთვალა ის პრობლემები, რის გამოც საქართველოს კანდიდატის სტატუსი კიტხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ევროპელი ლიდერები პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციისთვის პოლარიზაციის დასრულება, მედიაგარემოს გაუმჯობესება და იმ რეფორმების გატარება სჭირდება, რაც შარლ მიშელის დოკუმენტით იყო გათვალისწინებული.

ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად სტატუსის მინიჭებსთან ერთად უკრაინამ უნდა გაატაროს მნიშვნელოვანი რეფორმები.  კომისიის შეფასებით  უკრაინამ ცალსახად აჩვენა,  ქვეყნის მისწრაფება და განზრახვა, რომ დააკმაყოფილოს ევროკავშირის სტანდარტები, არის გამოკვეთილი.  რეფორმების გატარების აუცილებლობაზე ისაუბრა ფონ დერ ლაიენმა მოლდოვას შემთხვევაშიც.

ევროპული კომისიის მოსაზრებაზე დაყრდნობით ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ახლა ერთობლივი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას განაცხადებს ევროპული საბჭოს მომდევნო სხდომაზე განიხილავენ, რომელიც 23-24 ივნისს გაიმართება.