რუსული კომპანიები სანქციებისთვის გვერდის ასავლელად ქართულ ორგანიზაციებს იყენებენ – მორიგი ბრალდებაუკრაინიდან. განცხადებას „ხალხის მსახურის“ ლიდერის და რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელი, დავით არახამიას აკეთებს. გამოცემა „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, არახამიამ ამის შესახებ ვაშინგტონში, „მარშალის ფონდის“ ღონისძიებაზე საუბრისას განაცხადა. ის ამბობს, რომ რუსები ქართულ ბანკებს, ფინანსურ სისტემას და ქართულ კომპანიებს, დასავლეთის სანქციების რეჟიმის თავიდან ასაცილებლად იყენებენ. არახამიამ ოფიციალურ ვაშინგტონს მოუწოდა, მიიღოს ზომები, რათა სანქციებისგან თავის დაძვრენის საშუალება დახუროს.