“პუტინიც ასე ფიქრობს და ლაპარაკობს” – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელშიც მან ევროპის სახალხო პარტიას “კრიმინალური პარტიების ევროპული გაერთიანება” უწოდა. კობახიძე ამტკიცებს, რომ ევროპარლამენტში საქართველოს მიმართ კრიტიკულ რეზოლუცია 200-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა მხარი არ დაუჭირა, მხარდამჭერთა შორის კი იყო ევროპის სახალხო პარტია, რომლისთვისაც, კობახიძის თქმით, ღირსების საქმე უნდა იყოს, რომ კრიმინალური პარტიები, “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” მის შემადგენლობაში არ იყვნენ.