მიხეილ სააკაშვილის საქმეზე “ვივა მედში” გასვლითი სხდომა გადაიდო | 16.06.2022

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე “ვივამედში” გასვლითი სხდომა გადაიდო. ინფორმაცია ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილს ადვოკატმა, მიაწოდა. სხდომას ვერ დაესწრნენ ჟურნალისტები. საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე,  მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის განხილვა კლინიკა “ვივამედში” გამართვის გადაწყვეტილება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. შუამდგომლობა სასამართლო სხდომაზე საქმის პროკურორმა დააყენა. თავის მხრივ, შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინააღმდეგ გამოვიდა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი  რომლის თქმითაც, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მუდმივად სჭირდება სამედიცინო დახმარება.  ადვოკატის არგუმენტების მიუხედავად,  კლინიკაში მოსამართლე,  ადვოკატი და პროკურორები მაინც მივიდნენ.