მედიაკოალიცია პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებას სთხოვს | 16.06.2022

მედიაკოალიცია პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებას სთხოვს. 13 არასამთავრობო ორგანიზაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც  წერია, რომ “მთავარი არხის” ხელმძღავენლის  დაპატიმრებამ საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხე შეუქმნა.  ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი დარღვევებს შეიცავს და ამ  სახალხო დამცველი თავის დასკვნაშიც საუბრობს. სალომე ზურაბიშვილს  გვარამიას შეწყალების თხოვნით, უკვე მიმართა ნინო ლომჯარიამაც. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც გვარამია დააპატიმრეს, “სამართლებრივი მსჯელობის, ანალიზისა და თანმიმდევრულობის უკიდურესი სიმწირის გამო, შეიძლება შეფასდეს, როგორც არსებითად დაუსაბუთებელი”.

“ერის კონსოლიდაციისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვის შესახებ თქვენ მიერ გაკეთებული განაცხადი განსაკუთრებული შემოთავაზებაა ქართული პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში. ის ფაქტი, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი მოსახლეობის გაცხადებული სურვილია, საქართველოს პრეზიდენტს აძლევს შესაძლებლობას უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. მოგმართავთ, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, შეიწყალოთ ნიკა გვარამია და ამ გზით შეასრულოთ საკუთარი როლი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვასა და საქართველოს ევროპის კავშირში ინტეგრაციის პროცესში” – არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება.