საქართველოში ე.წ მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათი ცნობით, ინფიცირებულს ევროპაში მოგზაურობის ისტორია აქვს. მათივე ინფორმაციით, პაციენტს ვირუსის მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა. შესაბამისი მკურნალობის შემდეგ კი კლინიკიდან მალევე გაეწერა.