პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციაზე წამსვლელთა რიცხვს შესაძლოა სახალხო დამცველიც შეუერთდეს | 15.06.2022

პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციაზე წამსვლელთა რიცხვს შესაძლოა სახალხო დამცველიც შეუერთდეს. ნინო ლომჯარია ფიქრობს, რომ ახლა საზოგადოების დაყოფის დრო არ არის და ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად საზოგადოებამ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს. სწორედ ამიტომ, ომბუდსმენი  მოქალაქეებს მოუწოდებს, შეუერთდნენ ყველა შეკრებას, რომელიც ევროინტეგრაციის მხარდაჭერის მოთხოვნით იმართება.