“არ არის მიზანშეწონილი, რომ პრესმდივანი აკეთებდეს საჯარო კომენტარებს” – ამ განცხადებით პრეზიდენტი ზურაბიშვილი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებას აკრტიკებს.
სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ პატრიარქთან შეხვედრის თხოვნა პირადი ხასიათის იყო და პრეზიდენტი არასდროს ასაჯაროებს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას და არც კატეგორიული მოთხოვნა ჰქონია. ზურაბიშვილი ანდრია ჯაღმაიძეს იმ განცხადების გამო აკრიტიკებს, რომელიც მან “იმედთან” ეთერში გააკეთა და თქვა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დღეს პატრიარქთან შეხვედრა სურდა, თუმცა შეხვედრის ორგანიზება “ვერ მოხერხდა”.