“რაც არ უნდა ღიზიანდებოდეს რუსეთი, პარტნიორებს ზურგს არ შევაქცევთ” – განცხადებას, საქართველოში ამერიკის საელჩო აქვეყნებს, რომელსაც თან ერთვის, 2008 წლის ომის დროს გადაღებული ფოტო, რომელშიც ჩანს რუსეთის ჯარის მიერ საქართველოდან მოპარული უნიტაზი. პარტნიორი ქვეყნის საელჩო წერს, რომ რუსეთი დეზინფორმაციით რეალობის შეცვლასა და ისტორიის გადაწერას ცდილობს. განცხადებაში ჩამოთვლილია ბოლო წლებში რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინაში დაწყებული საომარ მოქმედებები, რითაც საელჩო რუსული დეზინფორმაციის აღწერას ცდილობს.
“ფაქტები ასეთია: 1991 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში, 2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში, 2014 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, 2022 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში – ამ და სხვა საომარი მოქმედებების დაწყებას რუსეთი აბრალებს ყველას, საკუთარი თავის გარდა. მათ თუ დავუჯერებთ, უკრაინაში ომი დაიწყო თავად უკრაინამ, ნატომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს – ებრაელმა ნაცისტებმა. დასავლეთის ერთობლივი მხარდაჭერით საქართველო და უკრაინა ფეხზე დგას, ინარჩუნებს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. რაც არ უნდა აღიზიანებდეს რუსეთს ამ ქვეყნების დამოუკიდებლობა, შეერთებული შტატები თავის პარტნიორებს ზურგს არ შეაქცევს. დასავლეთი ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა” – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.