თუ დასავლეთი მოსთხოვს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია? – ეს ის შეკითხვაა, რომელმაც საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებში გაღიზიანება და აღშფოთება გამოიწვია. კითხვა, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ორგანიზაცია “გორბმა”, ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით, მოსახლეობას დაუსვა, შედეგები კი მაყურებლებს გუშინ საინფორმაციო გამოშვებაში გააცნო. ოპოზიციაში ამბობენ რომ ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით მომზადებული ეს კვლევა პროპაგანდისტულია. ხელსიუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ რომ გამოკითხვის უკან რუსი პროპაგანდისტები და კრემლის წარმომადგნელები დგანან, მიზანი კი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაში ხელშეშლაა.