“ქართულ ოცნებას” მის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტის არ ესმის | 13.06.2022

“ქართულ ოცნებას” მათ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტის აღარ ესმის. მმართველი გუნდის კრიტიკის მიზეზი ზურაბიშვილის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს არ სჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობს საქართველოსთვის გარდა ევროპულისა და არ მიაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადაჰყვეს ქვეყანა ამ პროცესის წინსვლაში – არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. “ქართული ოცნებისთვის” მიუღებელია პრეზიდენტის მიერ ბიძინა ივანიშვილის,  გვარამიასა და სააკაშვილთან ერთ სიბრტყეში დაყენება.

საგანგებო და ხმაურიანი განცხადება პრეზიდენტმა ბრიუსელიდან რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ევროკავშირის მიერ მიღებულ რეზოლუციას სახელისუფლებო გუნდიდან ისეთი კომენტარები მოჰყვა,  რომ არ ეძლევა საშუალება ეფექტურად დაიცვას ჩვენი კანდიდატურა. პრეზიდენტის თქმით, ბრიუსელში, იტალიიდან იმისთვის ჩავიდა,  რომ არ დაეშურებინა ბოლო ძალისხმევა ევროკაშირის ხელმძღვანელობასთან საქართველოს კანდიდატურის მხარდასაჭერად, თუმცა თქვა, რომ არ შეუძლია მარტომ გადაარჩინოს მთლიანად მთავრობის უმოქმედობა.