ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილი ანტიკორუფციული მოძრაობის წინააღმდეგ – ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის სარჩელს საქალაქო სასამართლო განიხილავს. მამაცაშვილი ორგანიზაციის წევრებს, სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. საუბარია ანტიკორუფციული მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც მამაცაშვილი ქოლ-ცენტრების მფარველობაში ამხილეს. ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 150 000 ლარს ითხოვს.