სახელმწიფო უსასყიდლოდ ხდება კომპანია „ბორჯომის“ თანამფლობელი – განცხადება პრემიერ-მინისტრმა, დღეს მთავრობის სხდომაზე გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს გარიგება საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით გაფორმდა. “ბორჯომის” ქარხნებში მომუშავეებს ყველა პრობლემის მოგვარებას ჰპირდება. კომპანია “ბორჯომს” პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც მისი მფლობელი, რუსი მილიარდერი, მიხაილ ფრიდმანი საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოხვდა. ქარხნიდან დაითხოვეს 49 თანამშრომელი. 1000-მდე დასაქმებული კი კომპანიის ხელმძღვანელობასთან მედიაციის პროცესში ჩაერთო. 31 მაისიდან ქარხანაში დასაქმებულები აქციებს მართავენ. ისინი უკანონოდ გათავისუფლებული 50 თანამშრომლის სამსახურში აღდგენას, ხელფასები 25% ზრდას და აპრილისა და მაისის თვის ხელფასების ჩარიცხვას ითხოვენ.