სანქციები ივანიშვილის გარემოცვას – ოპოზიცია დასავლეთში შავ სიას გზავნის | 10.06.2022

“დროას” ლიდერი, ბიძინა ივანიშვილთან ერთად 5 “ბიზნესოლიგარქის” დასანქცირებას ითხოვს. ამის შესახებ ელენე ხოშტატიამ სპრეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, გუშინ მიღებული ევროკავშირის რეზოლუცია  მკაფიოდ აღიარებს ქართველი ხალხის მისწრაფებას გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.  ხოშტარიას შეფასებით,  რეზოლუცია ბრალს დებს  კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქიულ მმართველობაში, რომელსაც აქვს დესტრუქციული როლი, როგორც პოლიტიკაში, ასევე ეკონომიკაში და აქვს კრემლთან პირდაპირი ბიზნეს კავშირები.

პარტია “დროას” ლიდერმა ბრიფინგზე წაიკითხა, როგორც თავად ამბობს, “ე.წ ბიზნესოლიგრქიული ადამიანების სია”, რომელთა სანქცირებაზეც პარტია პარტნიორებთან ერთად იმუშავებს. ხოშტარია ასახელებს დავით ხიდაშელს, უჩა მამაცაშვილს, ვანო ჩხარტიშვილს,  ოთარ ფარცხალაძეს და ირაკლი რუხაძეს.

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი პარტია “დროას”  პასუხობს და ამბობს, რომ კრემლთან მისი კავშირების შესახებ ელენე ხოშტარიას განცხადება სიცრუეა. ხიდაშელის თქმით, მას არასდროს უცდია ქართულ პოლიტიკაში ჩარევა. შესაბამისად, ბიზნესმენი გამორიცხავს, რომ ევროპარლამენტი მის მიმართ სანქციების საკითხი განიხილავს.

“ანდერსონს გადაუჯოკრა მეზღაპრეობაში ხოშტარიამ.  მე პოლიტიკაში არ ვღებულობდი, არ ვღებულობ და არ ვაპირებ რაიმე მონაწილეობას არანაირი სახით. მე ვარ ქართველი და მარტო დავეხმარები საქართველოს საზღვრების აღდგენაგასწორებაში. საქართველო ეკუთვნის ქართველებს და მეც მათი ნაწილი ვარ. რაც შეეხება ტყუილებით და უსაფუძვლო დაბრალებებით ჩირქის მოცხების მცდელობებს ჩემს მიმართ, ისეთი ადამიანების დაუცველი დემოკრატია შექმენით მანდ რომ ჩივილს აზრი არ აქვს. რასაც უნდა იძახიან და წერენ, ენას ძვალი არ აქვსო რომ იტყვიან,” – განაცხადა დავით ხიდაშელმა.