არასამთავრობო ორგანიზაციებისდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანაშემწის მოადგილის შეხვედრა | 10.06.2022

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანაშემწის მოადგილეს, კარა მაკდონალდს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ მესამე სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მაკდონალდთან საქართველოში არსებული მდგომარეობა, სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხი და კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით მოლოდინები განიხილეს.