ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციებას მოითხოვს – შესწორება რეზოლუციაში | 09.06.2022

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევისა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე რეზოლუცია მიიღო, რომელითან მხარი დაუჭირა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას. ამავე რეზოლუციაში  საუბარია მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციებზეც. რეზოლუციას მხარი ევროპარლამენტის 308 დეპუტატმა დაუჭირა.  დეკუმენტში შევიდა ასევე ევროპარლამენტის ჯგუფების – „ევროპის სახალხო პარტიის| (EPP), „განაახლე ევროპის“ (Renew Europe) და „ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორების“ (ECR) – შესწორებაც, რომელიც  სწორედ ბიძინა ივანიშვილისთვის დასანქცირების მოწოდებას  მოიცავდა. ამ სამი ჯგუფის მიერ წარდგენილ შესწორებაში, ევროპარლამენტი  შეშფოთებას გამოხატავს, ოლიგარქი ივანიშვილის  ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში დესტრუქციული როლის გამო, მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე გავლენის დონის გამო, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით. შესწორებაში ასევე „ღრმა შეშფოთებაა“ გამოხატული ივანიშვილის კრემლთან კავშირებზე.  რეზოლუციაში განხილულია 5 ივლისის ძალადობის შემთხვევები, როდესაც პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა.  ნიკა გვარამიას საქმე, ასევე, “TV პირველის” მფლობელებისა და “ფორმულას” დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის მიმართ დაწყებული დევნა. ნახსენებია პარტია “ლელოს” დამფუნძებლის, მამუკა ხაზარაძის საწინააღმდეგოდ გამოტანილი განაჩენიც. ხაზგასმულია საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი და ნათქვამია, რომ მას ჰუმანიტარული მოსაზრებებით საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს.