“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ამბობს, რომ ევროპარლამენტში საქართველოზე მიღებული რეზოლუცია ფეიკების შედეგია. განცხადება ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
საგანგებო ბრიფინგზე ოცნების თავჯდომარემ 2012 წლამდე მედიის მდგომარეობაზე ვრცლად ისაუბრა და წინა ხელისუფლების მმართველობა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. მისი თქმით, მსუბუქად ვერ გამოეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციის იმ ნაწილს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას „ჰუმანიტარული მოტივით“ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისა და ნიკა გვარამიას განთავისუფლებისკენ მოუწოდებს. როგორც კობახიძე აღნიშნავს, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც ამგვარ მოწოდებებს ვკითხულობთ რეზოლუციაში, რომელიც მედიის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს ეხება.