სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელშია – პრეზიდენტი შეხვედრას შარლ მიშელთან გამართა | 09.06.2022

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელშია – პრეზიდენტი შეხვედრას შარლ მიშელთან გამართა. საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიწვევით, კონფერენციაში „ქალები კონფლიქტებში“ მიიღო მონაწილეობა.  საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა ქალმა ლიდერებმა მიიღეს, მათ შორის იყო უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, ნადია მურადი. აქცენტები გაკეთდა კონფლიქტებში ქალი ლიდერების მნიშვნელობაზე, ქალებისა და გოგონების უფლებების რეალიზაციასა და მათი მშვიდობის პროცესებში სრულყოფილი მონაწილეობის აუცილებლობაზე.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები