თბილისში რომ დავბრუნდები, მერე ვისაუბრებ – სალომე ზურაბიშვილი იტალიაში | 08.06.2022

სახალხო დამცველის მიმართვაზე  საქართველოს პრეზიდენტი კომენტარს არ აკეთებს. იტალიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პრეზიდენტი ამბობს მხოლოდ იმას,  რომ ქვეყნის შიდა საქმეებზე ის ვიზიტის დროს არ ისაუბრებს.  განცხადება სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს პირველ არხთან გააკეთა. კითხვა დაისვა, ელჩების დანიშვნაზე,  “ქართული ოცნების”  საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებითაც.  პრეზიდენტი ამბობს, რომ  ქვეყნის მომავალი არ არის დაკავშირებული იმასთან, თუ ვინ, როდის და სად დანიშნავს ელჩს. მისივე თქმით, უფრო ვრცლად ამ თემაზე თბილისში დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს. ინტერვიუში პრეზიდენტმა შეაჯამა იტალიაში ვიზიტიც, რა დროსაც განხილვის მთავარი თემა იტალიის მიერ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა იყო.

სალომე ზურაბიშვილი  იტრალიის პრეზიდენტს,  სენატისა და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეებს შეხვდა.  შეხვედრებზე  პრეზიდენტმა   კიდევ ერთხელ გაახმოვანა  საქართველოს მოსახლეობის 80%-ის და ხელისუფლების მყარი გადაწყვეტილება, რომ საქართველო ევროპულ ოჯახში უნდა დაბრუნდეს.