დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეზე პოლიტიკური ნიშნით თავდასხმაში ბრალდებულს, ირაკლი ხომასურიძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. როგორც ხომასურიძემ სასამართლო დარბაზში თქვა, ბერძენიშვილი და მთლიანად ოპოზიცია ქვეყნის მტრები არიან. თქვა ისიც რომ, ბერძენიშვილის ძმასთან შეხვედრის შემთხვევამაში მას პანღურს უთავაზებდა. მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა ბრალდებულს შენიშვნა მისცა და უთხრა, რომ კორექტულად ესაუბრა. თუმცა ბრალდებულმა შენიშვნა არ გაითვალისწინა, რის გამოც მოსამართლემ ის დარბაზიდან გააძევა.
ირაკლი ხომასურიძე დავით ბერძენიშვილს და ხათუნა სამნიძეს რუსთაველის გამზირზე 2 დღის წინ დაესხა თავს, მოტივი პოლიტიკური ანგარიშსწორება გახდა.