ხელფასების მატება და ადეკვატური სამუშაო პირობები – სასწრაფოს ექიმების მსვლელობა და მოთხოვნები | 07.06.2022

ხელფასების მატება და ადეკვატური სამუშაო პირობების შექმნა – ამ მოთხოვნით სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა მორიგი აქცია გამართეს. ექიმები  საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობასთან შეიკრიბნენ და ჯანდაცვის სამინისტრომდე საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.

პროტესტს შუერთდნენ პროფკავშირების წარმომადგენლებიც. შეკრებილების თქმით,  ანაზღაურება, რომელსაც ისინი იღებენ სასაცილოა. სწორედ ამიტომ,  ექიმების  მთავარი მოთხოვნა ანაზღაურების 100%-ით გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.  აქციები  იქამდე გაგრძელდება,  სანამ ჯანდავის სამინისტრო მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. სამინიტროს პოზიცია ექიმების პროტესტთან დაკავშირებით ამ დრომდე უცვლელია. უწყება საკითხს განიხილავს და ექიმების ნაწილთან მოლაპრაკებების პროცესშია.