შარლ მიშელის მწვავე ბრალდებები რუსეთს და რუსეთის ელჩის პასუხი გაერო-ს უშიშროებოს საბჭოს სხდომაზე | 07.06.2022

ევროკავშირი რუსეთს უკრაინაში სამხედრო დანაშულებში და გლობალური სასურსათო კრიზისის შექმნაში ადანაშაულებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთი მარცვლეულის ქურდობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რუსეთი სურსათის მარაგებს  განვითარებადი ქვეყნების წინააღმდეგ ფარულ რაკეტებად იყენებს და ადამიანებს სიღარიბეში ყოფნას აიძულებს. სიტყვით გამოსვლისას მიშელმა რუსი სამხედროების ქმედებებზეც ილაპარაკა და თქვა, რომ რუსული არმია ომის იარაღად იყენებს სექსუალურ ძალადობას, წამებას, ტერორს და რეპრესიებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს არის სამარცხვინო საქციელი სამარცხვინო ომში. შარლ მიშელის კომენტარებმა რუსეთის ელჩის აღშფოთება გამოიწვია, მან მიშელი რუსეთის წინააღმდეგ სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა და შეხვედრა დატოვა. რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ სასტიკეზე ისაუბრა უკრაინის ელჩმა. სერგეი კისლიცამ გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთისთვის მუდმივი წევრობის შეწყვეტა მოითხოვა.